მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ აქციებზე ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

62fe0c3c2dee8
თამთა ჯიჯავაძე
18.08.22 13:53
2751
„საქართველოს ბანკის“ აქციებზე ფასი გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათის ვაჭრობისას, საბანკო ჯგუფის აქციების ფასი 20.00 ფუნტს გადასცდა და მაქსიმალური შეთავაზების ფასმა 20.10 ფუნტს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის მაისის შემდეგ აქციების ფასის რეკორდული მაჩვენებელია.

საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაცია ამ დროისათვის 963 მლნ ფუნტია.

ცნობისთვის, Bank of Georgia Group-მა წლის პირველი ნახევრის ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და აქციონერებს 516 მლნ ლარის წმინდა მოგების შესახებ აცნობა, რაც წლიურ ჭრილში 51%-იანი ზრდაა. მეორე კვარტალში მოგება 275.4 მლნ ლარი იყო.

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ ორ კომპანიად გაყოფა დასრულდა. ამ პროცესის შემდეგ ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „საქართველოს ბანკის“ აქციები BGEO-ს "ტიკერით", ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ აქციები CGEO-ს „ტიკერით“.