მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციონერები დივიდენდებს მიიღებენ

63392abe405b4
ნინო ტაბატაძე
02.10.22 10:00
6873
საქართველოს უმსხვილესი ბანკები დივიდენდების გადასახდელად ემზადებიან.

შუალედური დივიდენდის გადახდის საკითხს „საქართველოს ბანკი“ 3 ოქტომბერს, აქცონერთა კრებაზე იმსჯელებს. როგორც კრების დღის წესრიგით გახდა ცნობილი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი შუალედურ დივიდენდებად 130 მლნ ლარს გაანაწილებს. ყოველ აქციაზე აქციონერები 4.6456 ლარს მიიღებენ.

თუკი კრება მხარს დაუჭერს მენეჯმენტის შეთავაზებას, აქციონერებს კუთვნილი შემოსავალი 10 ოქტომბერს დაერიცხება.

ოქტომბერში დივიდენდები დაერიცხება „თიბისის“ აქციონერებსაც. ასევე 3 ოქტომბერს არის დანიშნული  აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება "თიბისი ბანკში". აქციონერებს წარედგინება დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია თიბისი ბანკის შუალედურ ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით ერთ ჩეულებრივ აქციაზე, დივიდენდის სახით, GEL 4.53 ლარის გაცემა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს 2022 წლის 4 ოქტომბერს, ამავე წლის 16 სექტემბრის 18:00 საათის მდგომარეობით აქციათა რეესტრში რეგისტრირებული აქციონერებისათვის.
აქციონერებს შორის დაახლოებით 95.2 მლნ განაწილდება.