საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკმა მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი - Data Challenge-ების სერია წამოიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი სერიის 3 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ესენია: Pier Piper, Synapse და Brainblinker.
Data Challenge-ის პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა. გამოწვევაში როგორც ინდივიდუალური, ასევე რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული 125 გუნდი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 12-მა გუნდმა საქართველოს ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა. მათ შორის პირველი 3 კი 30,000, 15,000 და 5,000 ლარით დასაჩუქრდა.
გუნდებმა მუშაობის პროცესში როგორც ტრადიციული, ასევე ჰიბრიდული მეთოდები და სხვადასხვა ალგორითმები გამოიყენეს, მათ შორის Collaborative Filtering, Content Based Filtering, Deep Learning და სხვ. პროექტის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდნენ, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები უწევდნენ. აღსანიშნავია, რომ Data Challenge-ის ფარგლებში, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კარიერული განვითარება გააგრძელონ საქართველოს ბანკში.
„გვიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია წარმატებით ხორციელდება. კონკურსი მონაწილეებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მიიღონ საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. სასიხარულოა, რომ პროექტის პარალელურად, ჩამოყალიბდა 250-მდე ადამიანისგან შემდგარი კომუნა, რომლის ფარგლებშიც მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს განვითარებისა და აღმოჩენების საინტერესო გზაზე “, - აცხადებს საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგატიშვილი.
ინფორმაციისთვის, Data Challenge-ში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში. დაელოდე პროექტის მომდევნო გამოწვევას და თვალი ადევნე სიახლეებს Data Challenge-ის გვერდზე: https://bit.ly/3nH7Wrf
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი