მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" გენდირექტორი წელს ბიზნესაქტივობის შესუსტებას ელოდება

5e5962a9d67ee
ანა ლაპიაშვილი
28.02.20 23:15
1185
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე მიმდინარე წელს ბიზნესაქტივობის შესუსტებას ელოდება და ამას წინასაარჩევნო მოლოდინებით ხსნის.

“2019 წელს აქტივობა როგორც მიკროდაკრედიტების კუთხით, ასევე საშუალო ბიზნესის მიმართულებით და მსხვილი ბიზნესის მიმართულებით დიდი იყო. აქ განსაკუთრებით დადებითი ფაქტორი 3 წლის წინ განხორციელებულმა რეფორმამ იქონია, რომელმაც ბიზნესებში მოგებიდან 700 მლნ ლარი დატოვა. ამან ბიზნესს მისცა საშუალება, რომ ის თანხები ინვესტიციად ჩატრიალებულიყო და დამატებით სესხები მოეზიდათ. ამან საშუალო და მსხვილი ბიზნესის საკმაოდ დიდი ზრდა გამოიწვია, რაც მისასალმებელია. 2020 წელს მგონია, რომ ამ მიმართულებით ზრდა ნაკლები იქნება, რა თქმა უნდა, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია და ბიზნესები ალბათ დაელოდებიან როგორ დასრულდება საარჩევნო წელი, რამე ცვლილება ხომ არ ექნება ახალჩამოყალიბებულ მთავრობას თუ პარლამენტს ბიზნესთან მიმართებაში და ბიზნეს დამოკიდებულებებში“, - აღნიშნა BMG-სთან ინტერვიუს დროს არჩილ გაჩეჩილაძემ.