მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი რეგულაციებით დატვირთულ 2019 წელს აჯამებს

5e5a6c4d37196
ანა ლაპიაშვილი
29.02.20 18:00
1527
ახლი შეთავაზებები, განახლებული სტრატეგია, მიზანი, სლოგანი და მარკეტინგული კამპანიები - არჩილ გაჩეჩილაძე BMG-სთან გასულ წელს აჯამებს.


“იმ რეგულაციებიდან და ცვლილებებიდან გამომდინარე რაც ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს შემოგვთავაზა ამ სექტორში სრულიად ახალი რეალობა იყო. ახალი რეალობა იყო, ვინაიდან სწრაფი სესხები აღარ არსებობს, შეიზღუდა გარკვეული ტიპის კრედიტები და საცალო გაყიდვების მიმართულებით მთლიანად ბიზნეს მოდელის ცვლილება დაგვჭირდა რითეილის მიმართულებით. ამასთან ერთად ჩვენთან საკმაოდ ბევრი მენეჯერი გამოიცვალა. 14 TOP მენეჯერიდან 7 ახალია მთელი წლის განმავლობაში და ახალი გუნდის ფორმირება და გუნდად შეკვრა განხორცილედა. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ ბევრი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს და ამ ყველფერთან ერთად განვაახლეთ კომპანის მიზანი, სლოგანი, მარკეტინგული კამპანიები. მთელ საქართველოს მოვუწოდეთ, რომ არ გაჩერდნენ და მგონია, რომ ამ ყველაფერმა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო “- ამბობს bm.ge -სთან ინტერვიუში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.


არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ კომპანიამ გასული წელი ძლიერად დახურა როგორც ორგანიზაციულ ჭრილში, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელში, რაც ციფრებში გამოიხატა.


“ალბათ კმაყოფილება თუ სადმე არსებობს ჩვენს შემთხვევაში პირველ რიგში ამ [რეგულაციებთან ადაპტირების] კუთხით არის. ვინაიდან, როგორ დალაგდებოდა სრულიად ახალ გარემოში ჩვენი ბანკი ერთი წლის წინ ცხადი არ იყო. შეიძლება ითქვას ამ ამოცანას თავი წარმატებით გავართვით. გავითავისეთ ახალი რეგულაციები, გადავაწყვეთ პროცესები და ახალი მოდელების ამ პროცეებში ინტეგრირება ისე მოხდა, რომ ის კარგი საქმეები, რასაც ვაკეთებდით მათ ეს ცვლილება არ შეეხო. ჩვენი აქციონერებიც კმაყოფილები დარჩნენ იმ შედეგებით, რაც წლის ბოლოს იყო “- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.


2019 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგების მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს წარედგინა, საქართველოს ბანკის მოგება 2019 წელს 390.4 მილიონ ლარს შეადგენდა.