11.თებერვალი.2019 13:04
საზოგადოება

„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს  დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური პარტნიორობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.
ამის შესახებ bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

„დამტკიცდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაც. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საზეიმო ოლიმპიური ფიციც დადეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა.

ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო 9-16 თებერვალს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ: ნოდარ კოზანაშვილი; გიორგი აბრამაშვილი; სანდრო ჟორჟოლიანი; ნინო კურტანიძე; მაგატა ჯაფარიძე. ფიგურულ ციგურაობაში კი საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი“ მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი- საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. საქართველოს ბანკი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა ოლიმპიელებს!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: „საქართველოს ბანკი“ ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და მის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გააგრძელებს. „საქართველოს ბანკისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია, სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

21.აპრილი.2019 00:03
25

26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ვრცლად
20.აპრილი.2019 14:44
70

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
20.აპრილი.2019 10:57
158

პროკურატურამ გამარტივებულ შესყიდვაში თანხის მითვისებისთვის 6 პირი დააკავა

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:45
242

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
218

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
296

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად