მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულს 20 000-მდე ადამიანი იყენებს“ - ლევან კობახიძე

63b7df8b73dae
გიორგი არონია
06.01.23 16:03
1599
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულს, რომელიც 2021 წლის ბოლოს გააქტიურდა, ოცი ათასამდე ადამიანი იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. მისივე შეფასებით, ეს მოდული ქართული ბაზრისთვის რევოლუციური აღმოჩნდა.

„ინვესტიციების მოდული ნამდვილად რევოლუციური პროდუქტი იყო ბაზრისთვის, რადგან რეგისტრაცია, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და გლობალური კომპანიების აქციებით ვაჭრობა მომხმარებლისთვის მობილბანკის მეშვეობით, რამდენიმე წამში გახდა შესაძლებელი. დღეს, ინვესტიციების მოდულში ოცი ათასამდე აქტიური მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც, ძირითადად, აქცენტი აქვთ პოპულარული და ცნობილი კომპანიების აქციებზე. თუმცა ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც აქციების ფასი მერყეობს, ჩვენი მომხმარებლები ინვესტიციებს აკურატულად და ფრთხილად უდგებიან. ბაზრის ცვლილება, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს სარისკო, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლებლობაცაა - გააჩნია, ინვესტორი მას როგორ შეხედავს“, - განაცხადა ლევან კობახიძემ BMG TV-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულის გამოყენებით, მომხმარებლებს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე განთავსებული კომპანიების აქციებისა და საფონდო ინდექსების ყიდვა შეუძლიათ.