საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მელ კარვილი დაინიშნა, 2022 წლის 10 მარტს კი მისმა წინამორბედმა, ნილ ჯანინმა თანამდებობა დატოვა.
„მოხარული ვარ, რომ ბიზნესისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარდაქმნების დროს დავინიშნე თავმჯდომარედ. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ჯგუფსა და მის მენეჯმენტზე უაღრესად პოზიტიური იყო.
საქართველოს ბანკის მთავარი მიზანია, მომხმარებლისა და აქციონერების მხარდაჭერა და ეს არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ამ რთულ დროს. საბჭოს სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ნილს ბოლო ათი წლის განმავლობაში გაწეული შესანიშნავი ლიდერობისა და ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", – განაცხადა კარვილმა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის ინფორმაციით, მელ კარვილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1985 წლიდან 2009 წლამდე ის Generali Group-ში მუშაობდა და იკავებდა მაღალ თანამდებობებს. 2009 წლიდან კარვილი PPF Partners-ის გუნდს შეუერთდა და 2014 წლამდე ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.
გარდა აღმასრულებელი პოზიციებისა, ის წლების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებსაც იკავებდა.
წყარო: Forbes.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი