“საქართველოს ბანკის” პარტნიორობით ბათუმში, უეფა-ს IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება.
როგორც bm.ge-ს “საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, 2017 წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც იძლევა არა მხოლოდ უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო მატჩების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებს. საქართველოს ბანკი კვლავ აქატიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერ ბანკს, ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა