ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით, ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს. ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.
„ამჟამად ჩვენი მოსავლის მოცულობა 70 ტონა ატამს და 7 ტონა გარგარს აღწევს. ბანკთან პარტნიორობით გავმართეთ სამაცივრე მეურნეობა, რომლის მოცულობაც 105 ტონას უტოლდება. შესაბამისად, გავაფართოვეთ წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია. გარდა ამისა, აქტიურად ვიბარებთ მოსავალს ადგილობრივებისგან და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დავასაქმოთ გურჯაანის მაცხოვრებლები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი შალვა ქართლელიშვილი.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული ბიზნესი ვითარდება და იწყებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს