03.ივლისი .2020 10:20

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა

views 264
უკან

საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე დასაქმებულია 3000 ადამიანი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იგეგმება მეორე ეტაპის დაწყება, რომელიც 2022 წლის ბოლომდე დამატებით 1000 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის წარმოებას და მას განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ 15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა