მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ნაგარევი“ ₾50 000 ინვესტიციით გაფართოვდა

625689bc62a76
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 12:35
1178
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თერჯოლის სოფელ ნაგარევში მოქმედი ქათმის ფერმა, 50 000 ლარის ინვესტიციით გაფართოვდა.

ფერმა, რომელიც „ნაგარევის“ სახელით ქათმის ხორცითა და კვერცხით ქუთაისს, თერჯოლას და ზესტაფონს ამარაგებს, წელიწადში, დაახლოებით, 3 მლნ კვერცხს აწარმოებს და 14 000 ცალ მეხორცულ ქათამს ყიდის.

ფერმის მეპატრონე და მცირე მეწარმე პაატა ბურჯანაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ 600 კვ/მ გაშენებული ქათმის ფერმა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტექნიკურად აღიჭურვა და წარმადობაც გაიზარდა.

„ჩვენი სანდო პარტნიორის მხარდაჭერით შევძელით და ქათმის ფერმა ტექნიკურად აღვჭურვეთ, მაგალითისთვის გაიმართა სავენტილაციო სისტემა, აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და დანადგარით, ასევე ქათმების რაოდენობა 1 500-ით გაიზარდა. ეს კი გაზრდილ წარმოებასა და გაყიდვებს ნიშნავს. ჯამში „საქართველოს ბანკის“ დაკრედიტების ჩვენთვის მისაღები პირობებით 50 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და დღეისთვის თვეში 5 ტონა ქათმის ხორცს ვაწარმოებთ. ბაზარზე ჩვენი 1 კგ პროდუქტი 6.5 – 7 ლარად იყიდება. ამ ეტაპზე ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად ვპასუხობთ და ბიზნეს გეგმაზომიერად ვავითარებთ“, - აღნიშნა პაატა ბურჯანაძემ.

მცირე მეწარმე აღნიშნავს, რომ ბანკთან 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმის განვითრებისთვის ჯამში 250 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს ბანკთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და სწორედ მათი ხელშეწყობით შევძელით ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობა.

დღეს კი ფერმის ტექნიკური აღჭურვისა და გაფართოების შემდეგ გეგმაში ინკუბატორის შეძენა გვაქვს. ფერმის შემდგომი განვითარებაც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წარმოდგვიდგენია“, - თქვა მცირე მეწარმემ.