მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში სასაწყობე ფართი აშენდა - "მწნილის" გეგმები

62fcec54c7da1
BM.GE
18.08.22 21:05
923
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „მწნილმა“ სასაწყობე ფართი ააშენა. როგორც bm.ge-სთან საწარმოს თანადამფუძნებელმა გაგა ბარბაქაძემ განაცხადა, აღნიშნული სასაწყობე 150 კვ.მ-ია, რომლის აშენებაც, საქართველოს ბანკიდან, 70 000 ლარის მოცულობის იაფი აგროსესხით შეძლო.

მისივე თქმით, წელიწადში საშუალოდ 80 ტონა სხვადასხვა სახეობის მწნილი იწარმოება და იყიდება.

„საწყობი ქარელის რ-ნ სოფელ რუისშია აშენებული და წარმოებული მოსავლის შესყიდვებსაც ქარელში ახორციელებს. მწნილის რეალიზაცია ხდება ძირითადად მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორიცაა: გუდვილი, აგროჰაბი, კარფური, გუდმარტი, ასევე, კვების ობიექტები რესტორნების სახით“, - ამბობს ბარბაქაძე.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, საწყობის მშენებლობის შემდეგ, საქართველოს ბანკის 150 000 ლარიანი ბიზნეს სესხით, მწნილის საწარმოებლად საჭირო ინვენტარის და სასაქონლო მარაგები შეივსო.

„ზამთრის და გაზაფხულის თვეებში რეალიზაციის რაოდენობა გაცილებით მეტია. მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლოდ კიდევ დამატებით უფრო დიდი მოცულობის სასაწყობე ფართის მშენებლობა იგეგმება, რადგან მარაგების შეძენა და მწნილის წარმოება მოხდეს“,- აღნიშნავს გაგა ბარბაქაძე.