საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის, მსხლის და ვაშლის ბაღებს ტყემლის ახალი ნარგავები დაემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ნარგავები 5 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგრო სესხით, მეწარმემ შეიძინა ტრაქტორი და გამართა დენის და სარწყავი სისტემები. ასევე, კაპიტალურად შემოიღობა ფართობი და აღიჭურვა ვიდეო კამერებით.
წელს უკვე პირველად, მეწარმემ 12 ტონამდე მოსავალი მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განახორციელა. მომავლ წელს კი მოსალოდნელია 35 ტონა მოსავლის მიღება. სწორედ ამიტომ, მეწარმე სამომავლოდ საწარმოს აშენებასა და ტყემლის საწებლის წარმოების დაწყებას გეგმავს.
ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 50,000 ლარს შეადგენს. ობიექტზე ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული. ბაღებს საკუთარი აგრონომი ემსახურება.
“სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი გაფართოვდა. სამტრედიის სოფელ ღანირში ტყემლის და ხილის ბაღების გაშენების პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ ბიზნესები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. გვჯერა, რომ მსგავსი პროქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?