საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდება. ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფასდაკლებით და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებისთვის წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული გაიმართება, რაც მოიცავს: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილებს, თითების თეატრის წარმოდგენას, ზღაპრების კითხვას და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე, ანიმაციური ფილმები გაშუქდება.
გარდა ამისა, 12 დეკემბერს, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ხოლო მე-3 პავილიონის ეზოში ჯგუფ „არასა“ და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ თბილისის პირველ საბავშვო წიგნის ფესტივალს. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობა და განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდაა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოზარდების პატარა ასაკიდანვე მკითხველებად ჩამოყალიბებას და მათ სამომავლო განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება