საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა.
„ჩვენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს „პარკ ჰოტელ წყალტუბო“-ს, რესტორან „მაგნოლია“-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ „ბი ჰელსი“-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს +35-33 გრადუსია.
პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ“, - განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ.
ინფორმაციისთვის, რადონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი