10.აგვისტო .2022 17:18

„საქართველოს ბანკის" ინვესტიციების ანგარიშის მართვის საკომისიო 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 0$-ია

„საქართველოს ბანკის" ინვესტიციების ანგარიშის მართვის საკომისიო 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე 0$-ია
views 2304
უკან

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მუდმივად ცდილობს მათ ახალი ინიციატივები შესთავაზოს. ამ მიზნით, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე (აგვისტო- სექტემბრის თვეში) ინვესტიციის ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო უფასო იქნება. (ნაცვლად მინიმალური 2$-ისა იქნება 0$).

სიახლე ეხება როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. ეს გულისხმობს, რომ 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე, მათთვის, ვინც ინვესტირების დაწყებას გეგმავს ან უკვე არის ინვესტორი, ანგარიშის მართვის საკომისიო აგვისტო- სექტემბრის თვეში გაუნულდება.

საინვესტიციო მოდულის დახმარებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ინვესტირება დაიწყოს მინიმალური თანხით და შეიძინოს ფასიანი ქაღალდები, ან ისეთი ამერიკული კომპანიების აქციები როგორიცაა: Facebook, Apple, Coca-Cola და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შეუძლია, mBank-პროდუქტების გვერდზე განთავსებული ინვესტიციების მოდულით ლაივ რეჟიმში დაათვალიეროს აქციებისა და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების ფასების დინამიკა; დამოუკიდებლად, შუამავლის დახმარების გარეშე შეარჩიოს და შეიძინოს ფასიანი ქაღალდები. ასევე, დაიწყოს ინვესტირება $1-დან და აკონტროლოს შეძენილი აქციების პორტფელი.

„საქართველოს ბანკის ინვესტიციები მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით გახდა შესაძლებელი წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა რამდენიმე წუთში, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, საქართველოს ბანკის მომხმარებელმა შეძლოს შეურთდეს მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყოს ინვესტირება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან, რადგან ეს პროცესი დღეს იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ოდესმე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა „Drive Wealth”-ის პარტნიორობით განხორციელდა. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მომხმარებელს სამომავლოდ კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
დაიწყე ინვესტირება - https://mbank.bog.ge/uZ3q


(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა