„საქართველოს ბანკმა“ 55 მლნ დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა.
როგორც bm.ge-ის საქართველოს ბანკიდან აცნობეს, სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის. ინვესტიციის მოზიდვით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც ბანკს დაეხმარება COVID 19 თან ბრძოლაში.
„მოხარული ვარ, რომ FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, მოზიდული თანხა იმ 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულების მორიგი ტრანშია, რომლის შესახებაც ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution - Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი