საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკს უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების საკუთარი ტოპ 5-ეული. ესენი არიან: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack.
500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.
ზემოთ აღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან 2 რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.
„საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ამჯერად 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით, მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამას უწევს პარტნიოტობას. გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.
500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საქართველოს ბანკის მიერ შერჩეული ტოპ 5-ეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის