22.ოქტომბერი .2020 18:13

„საქართველოს ბანკში“ შევიდნენ და "თიბისი“ ხომ არ გადაიხდიდა?!- შს მინისტრი

views 3227
უკან

„საქართველოს ბანკში“ შევიდნენ და "თიბისი“ ხომ არ გადაიხდიდა?, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ საიდან გამოიყო თანხა, რომელიც ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილ დამნაშავეს გადაუხადეს.

„ასე ძალიან გაინტერესებთ? ბიუჯეტის ფული ნამდვილად არ არის. "საქართველოს ბანკის" თანხაა, ეს ასე ხდება მსოფლიოში, როცა ბანკში შედიან და ითხოვენ თანხას... „საქართველოს ბანკში“ შევიდნენ და "თიბისი“ ხომ არ გადაიხდიდა?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. დღის განმავლობაში მძევლების უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა, რომელმაც დამნაშავეს თანხაც შეუტანა.

უცნობია, რა თანხა გადაუხადეს თავდამსხმელს, თუმცა მოგვიანებით, თავდამსხმელმა, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, ფულთან ერთად დატოვეს ბანკის შენობა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა