„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზია, „გეოდე“, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.
კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი, „გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს.
ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენთვის ფეხსაცმელი განსაკუთრებული აქსესუარია, რომელიც ადამიანს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას აგრძნობინებს. ფეხსაცმლის შექმნას აღვიქვამთ, როგორც ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას. თითოეულ დიზაინს ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, როგორც საკუთარი თავის და ინდივიდუალურობის გამოხატვის ერთ-ერთი გზა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ ხებრელაშვილმა.
„საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. სულ მალე, ჩვენი პარტნიორის, კომპანია „გეოდეს“ მიერ საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის სამომავლო განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „გეოდეს“, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი