საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში" სპეცოპერაცია დასრულდა.
მათივე ცნობით დაკავებულია ერთი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალია და კარგადაა.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დიდძალი თანხის მოთხოვნით დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის შეიჭრა. 13 საათისთვის კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც შეიარაღებული პირი 2 მლნ დოლარს ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხასთან ერთად თავდამსხმელი 3 საათის განმავლობაში ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს.
შსს-ის განცხადებით, ბანკში 12 მძევალი იმყოფება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მძევლად აყვანის, იარაღის უკანონო ფლობის, ტერორიზმისა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეთა მძევლად აყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი