მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველი“ საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციის მინიმუმამდე დაყვანას არ გამორიცხავს. როგორც BMG-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა და მეორე მხრივ, სავაჭრო ობიექტების დაბალი გადახდისუნარიანობაა.
„სამწუხაროდ, მცირე მეწარმე საქართველოში სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაცული არ არის. მაგალითად, როდესაც რეალიზაციისთვის ვაბარებთ პროდუქტს, ჩვენ წინასწარ გვიწევს აქციზის და დღგ-ის გადახდა და არა მაშინ, როცა პროდუქცია გაიყიდება. ეს ცოტა აბსურდული მგონია. ვიცი, რომ ჩემი კოლეგა ბევრი მცირე მეწარმე საერთოდ არ ყიდის საქართველოში თავის ღვინოს. ძალიან არ მინდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ შესაძლოა, ჩვენი ფირმაც ამ მიმართულებით წავიდეს და კიდევ უფრო მინიმუმზე დავიყვანოთ საქართველოში გაყიდვები“, - ამბობს შალვა ქურდაძე.
მისი თქმით, საქართველოში რესტორნების უმეტესობა ცუდი გადამხდელია.
„საქართველოს ბაზარი საკმაოდ დამღლელი და ხარჯიანია. ბიზნესის თვალსაზრისით, ძალიან აბსურდულია, როცა გადასახადებს იხდი მაშინ, როცა საქონელი არ გაგიყიდია და ზოგჯერ კიდევ წლობით გიგვიანებენ რესტორნები გადახდებს. არ მგონია, რომ ჩვენი, მეღვინეების შრომა ნაკლებად დასაფასებელია, ვიდრე ნებისმიერი რესტორნის, თუნდაც ელიტარულის კულინარიული წარმატებები. ყოველგვარი მოტივაცია მესპობა, რომ თუნდაც 5-10 ბოთლი გამოვყო ღვინოდან, რომელიც 7 წლის დაძველებულია“, - თქვა მან.
რაც შეეხება გაყიდვის მაჩვენებლებს, „ფაფრის ველმა“ 2022 წელს, დაახლოებით, 20 000 ბოთლის რეალიზაცია განახორციელა. ამჟამად კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 21 ქვეყანაში იყიდება.
„მშვენიერი წელი იყო. ჩვენდა გასაკვირად, პანდემიის პერიოდში, ექსპორტში მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა. უკვე 21 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი ჩვენი ღვინო. შიდა ბაზარი ამ წელს დაიძრა, თუმცა მისი წილი ძალიან მცირეა ჩვენთვის.
დაახლოებით, 20 000 ბოთლამდე გავყიდეთ. მცირე მეწარმისთვის ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. წელს ძალიან კარგი რთველი იყო. იმედით ვუყურებ მომავალს, რომ ექსპორტი კიდევ უფრო გაგვეზრდება“, - თქვა შალვა ქურდაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი