14.იანვარი .2021 17:06

საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს - Cushman & Wakefield

საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს - Cushman & Wakefield
views 730
უკან

Cushman & Wakefield პროგნოზით, სავაჭრო სექტორში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს, რაც სექტორის ბრუნვას 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით შეამცირებს.

კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, აღნიშნულია, რომ დეკემბერში სავაჭრო ობიექტების დახურვამ სავაჭრო სექტორის მდგომარეობა გაართულა, რადგან დეკემბერი სექტორისთვის ყველაზე აქტიური თვეა და ოპერატორები წინასაახალწლო პერიოდზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

არსებული რეალობიდან გამომდინარე Cushman & Wakefield-ში მიიჩნევენ, რომ სავაჭრო ცენტრებს მოიჯარეებთან დათმობებზე წასვლა მოუწევთ, რაც ხელშეკრულების პირობებს შეცვლის.

„ვვარაუდობთ, რომ საიჯარო მოლაპარაკებები განახლდება და გადასახადებისგან გათავისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია ფიქსირებული გადახდის პირობების ჩანაცვლება ბრუნვაზე მიბმული გადახდის მეთოდით. ფაქტობრივად, სავაჭრო ცეტრებსა და ობიექტების მფლობელებს მოიჯარეების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ“, - ნათვქმია Cushman & Wakefield Georgia-ს პუბლიკაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა