მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო

6472e3b9865f0
ალა ისპირიანი
28.05.23 09:00
2952
საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა ოპერირება დაიწყო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს.

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.

იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.