საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 500-ზე მეტი აფილირებული წევრი ჰყავს. აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს თემატურ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის წარმოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობას წევრებს შორის და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ამ გზით ასევე ხდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს აფილირებული წევრებისა და წევრი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსს ორგანიზაციებში ასოციაციის გაწევრიანება მნიშვნელოვანია, როგორც ასოციაციის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე წევრი კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად.
„ჩვენთვის დიდი პატივია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრობა. მოხარულნი ვართ, რომ გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობას. აღნიშნული პლატფორმა, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიების მხარდაჭერისთვის, ახალი და საინტერესო საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით. ტურიზმის სექტორი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წევრი კომპანიები შეძლებენ ამ პლატფორმის ეფექტიანად გამოყენებას“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის შეხვედრები გაიმართა ესპანეთში ასოციაციის ოფიციალური ვიზიტის დროს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ