საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი გაგრძელება და პანდემიის მეორე ტალღის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შორის დისტანციურ რეჟიმში შეხვედრის უმთავრესი საკითხი.
როგორც BM.GE-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, იმ პრობლემებსა და დამატებით წნეხზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შედეგად, ასოციაციის წევრი კომპანიები განიცდიან. ასევე საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონში არსებულ ურთულეს საომარ ვითარებას და ამ ფონზე ტურისტული სექტორის სწრაფი აღდგენის პრობლემას.
შესაბამისად, ასოციაციის სახელით ლევან ვეფხვაძემ მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს იმ მინიმალური დამატებითი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ასოციაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდეს, მათ შორისაა, საშემოსავლო გადასახადის ბიზნეს ოპერატორებისთვის დატოვების შემდგომი 6 თვით გაგრძელება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში გადავადებული/დაგროვილი საბიუჯეტო ვალდებულებების პრობლემის მოგვარება. შეხვედრისას, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დაადასტურა ასოციაციის მზაობა დამკვიდრებული დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხარდაჭერის მეორე პაკეტზე მუშაობისას აქტიური კომუნიკაცია წარმართოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.
როგორც ცნობილია COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს და საქართველოს მთავრობის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს აღნიშნულ ფორმატში განაგრძობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ