მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ფაქტს ეხმიანება

6294c6bf08e38
BM.GE
30.05.22 17:33
438
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ფაქტს ეხმიანება.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს გადაწყვეტილებას იესო ქრისტეს ნათლობის ადგილთან საქართველოსთვის მიწის გადმოცემის გამო. სამსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნება უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ეროვნული სიამაყისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საფუძველია.

საქართველოს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აკავშირებს მდინარე იორდანეს მიწასთან და მიგვაჩნია, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მაცხოვრის ნათლობა აღსრულდა, ყოველ კვადრატულ მეტრ მიწას განსხვავებული სულიერი დატვირთვა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, იმ ათეულ ათასი თანამოქალაქისთვის, რომლებიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებში არიან დასაქმებულნი.

ყოველი ასეთი ნაბიჯი აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს და მის იდენტობას, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამიტომაც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს კულტურული ცენტრის დაფუძნებისა და საქმიანობის მხარდაჭერაში ქართული ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული", - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
(NS)