საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხდომაზე DRG სისტემასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს DRG სისტემაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი საოპერაციო საკითხები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კლინიკების მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე, შესაბამისად, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია, რეფორმის მიმდინარეობისას პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საბოლოო ჯამში არ დაზარალდეს პაციენტი და რეფორმის მიმდინარეობა სრულად შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს.
საუბარი, ასევე, შეეხო ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ფასებს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და მასზე სადაზღვეო პროდუქტების დაშენების შესაძლებლობას. შეხვედრის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე, იმსჯელეს 2025 წლის ჰოსპიტლების სერტიფიცირების საკითხზე, რაც ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება და აქედანვე მოითხოვს სათანადო მომზადებას.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მოისმინა წევრი კომპანიების მოსაზრებები ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რათა ასოციაციას ჰქონდეს პრაქტიკული პოზიცია და თავად ვიყოთ კონკრეტული ცვლილებების ინიციატორი; ამ ეტაპზე ჩვენ ვაყალიბებთ ასოციაციის სამოქმედო დღის წესრიგს, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება როგორც გრძელვადიანი გამოწვევებისთვის კონკრეტული მოსაზრებების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაზიარება, ასევე რეფორმის მსვლელობისას მარტივი საოპერაციო ხარვეზების დროული გასწორება და დაკორექტირდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი