04.თებერვალი .2020 15:28

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კავშირგაბმულობის კომიტეტი შეიქმნა

views 429
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) სამეთვალყურეო სამჭოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ახალი კომიტეტი შეიქმნა, კერძოდ კავშირგაბმულობის კომიტეტი. ასოციაციის ინფორმაციით, კომიტეტს ლევან ბუჩუკური უხელმძღვანელებს.

ლევან ბუჩუკურს აღნიშნულ სფეროში 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს უმაღლესი მართვის რგოლში. ის არის სილქნეტის დირექტორატის წევრი. წლების განმავლობაში იგი კურირებდა კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებს, ხოლო 2011 წლიდან 2016 წლამდე ლევანი ბუჩუკური იყო "სილქნეტის" გენერალური დირექტორი. კარიერის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა არაერთ სატელეკომუნიკაციო და სხვა სექტორში ოპერირებად კომპანიებს, როგორებიც არის "ნოვუსი", "ტექნოსერვისი", "იბერიატელი", "მაგთიკომი" და "მეგაკომი".

"ლევანის დიდი გამოცდილება ტელეკომის სფეროში არის წინაპირობა იმისა, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება სასარგებლო და ეფექტიანი საქართველოს ტელეკომუნიკაციის დარგისთვის და წარმათავს ნაყოფიერ თანამშრომლობას მარეგულირებელ ორგანოსთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის დანერგვისა და რეგულირების მხრივ", – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა