მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა

5e37eaf02460e
ინგა მურუსიძე
03.02.20 14:00
951
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც შავლეგ მიშველაძე უხელმძღვანელებს.

როგორც bm.ge-ს ასოციაციიდან აცნობეს, ახალი კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი BAG-ის სამეთვალყურეო საბჭომ 30 იანვარს ოფიციალურად დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტი ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით იმუშავებს.
შავლეგ მიშველაძეს აღნიშნულ სექტორში აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცილება მენეჯერული დონის მართვაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ გადაწყვიტა ახალი კომიტეტის ჩამოყალიბება, რადგან ნავთობპროდუქტების ბიზნესი ბოლო პერიოდში ქაოსურად ვითარდებოდა, რამაც შექმნა პრობლემა, როგორც პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნესი არის უმსხვილესი გადამხდელი ქვეყნის ბიუჯეტში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. შესაბამისად, ამ ინდუსტრიის გაძლიერება და განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შევძლებთ ამ სფეროს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნას, რაც უდაოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.