პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბიზნეს ოპერატორებს აქვთ და მათ მიერ ბოლო პერიოდის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო მიღებულ მნიშვნელოვან დანაკარგებს უკავშირდება.
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ როგორც ბიზნესთან, ისე ხელისუფლებასთან, რათა მუდმივად ვიცოდეთ, ერთის მხრივ, ბიზნესის საჭიროებები, ხოლო, მეორეს მხრივ, დროული და სწორი კომუნიკაციით შევძლოთ ხელისუფლებასთან აღნიშნული პრობლემების მიტანა. ამასთან, ჩვენი აზრით, ბიზნესის გადარჩენისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი მთავარი საკითხი, რომელთაგან ერთი კრიზისულ ვითარებაში ბიზნეს ოპერატორების ლიკვიდურობის მხარდაჭერაა, რაც, მაგალითად, გულისხმობს გარკვეული გადასახადების კომპანიებში დატოვებას.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელსაც ჩვენ დღეს სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე დიდი დრო დავუთმეთ, გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ დიალოგს და შესაძლო სცენარებსა და მექანიზმებს სამუშაო რეჟიმში დეტალურად განვიხილავთ“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის