მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა IMF-ის მისიას ბიზნესში არსებული განწყობები და მოლოდინები გააცნო

6450b8ad85187
BM.GE
02.05.23 11:16
422
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს და მისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და მოლოდინები გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, რომელიც, თავის მხრივ, BAG-ის წევრი კომპანიების ინტერესს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის კვლევის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო, სადაც საუბარია ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე, დასაქმებაზე და საინვესტიციო კლიმატზე.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ IMF-ის მისია აქტიურ კომუნიკაციაშია BAG-თან და ვაგრძელებთ თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რადგან მისიისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს ბიზნესის მოსაზრებები, ვიდრე მოხდება საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განწყობები და შესაბამისად მოლოდინები. მიგვაჩნია, რომ უცხოელ პარტნიორებთან ეფექტიანი და კოორდინირებული მუშაობა ორივე მხარისთვის ფასეული და სასარგებლოა“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.