06.თებერვალი .2020 17:04

საქართველოს ბიზნესასოციაცია საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით სებ-ს შეხვდება

views 323
უკან

საქართველოს ბიზნესასოციაცია საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით სებ-ს შეხვდება,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს.

მისი თქმით, კარგია, რომ საბანკო რეგულაციები ერთხელ უკვე შერბილდა და დაანონსებულია შერბილების მეორე ტალღა, რომელიც მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

“იცით, რომ ასოციაციაში 10-ზე მეტი ბანკია გაერთიანებული. მთელი 2019 წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ მსჯელობაში.

მოხდა მათი გადახედვა ჯერ კიდევ 2019 წელს. დღეს არის შეთანხმება, რომ კიდევ უფრო მეტი შერბილება მოხდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა და ზუსტად განვაცხადებთ ჩვენს დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით.

თუმცა, რა პროექტიც ვნახეთ, ჩვენთვის მისაღებია, მისაღებია როგორიც ბანკებისთვის, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებზეც თავის დროზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია საბანკო რეგულაციებმა. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით, კარგია, რომ თანხვედრა და შეჯერება მოხდა”,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

უნდა მოიხსნას თუ არა 200 000 ლარის ფარგლებში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე შეზღუდვა?

კობა გვენეტაძე: ვადასტურებ, ოთხი საშემოსავლო განაკვეთი ორამდე მცირდება

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა