მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნესის ბრუნვა 150 მილიარდ ლარს აღწევს

633aa32b21f7d
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 23:55
1510
საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2021 წელს 150 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2020 წელთან შედარებით ეს ბრუნვა 31.5%-ით მეტია. როგორც საქსტატის ანგარიდან ირკვევა, ბრუნვის უდიდესი ნაწილი მსხვილ ბიზნესზე მოდის.

მსხვილი ბიზნესი - 98 მილიარდი ლარი;
საშუალო ბიზნესი - 24.4 მილიარდი ლარი;
მცირე ბიზნესი - 27.8 მილიარდი ლარი.

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორი 2021 წელს 744 ათას ადამიანს ასაქმებდა. ამასთან, ამ მხრივაც პირველ ადგილზე მსხვილი ბიზნესია, რომელიც ამ ადამიანთა 38%-ს ასაქმებს, 20% საშუალო ბიზნესზე, ხოლო მცირე ბიზნესი 42%-ს ასაქმებს.

2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.0 პროცენტიანი წილით (აზარტული თამაშები), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.5 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.2 პროცენტიანი წილით.

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა 80.3 მილიარდი ლარი იყო.