14.მარტი .2020 22:00

საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი

views 295
უკან

დღეიდან, საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ ორი - ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით განხორციელდება და უცვლელი რჩება 14 მარტიდან დროებით დაწესებული რეჟიმი, რომლის თანახმადაც, ორივე მხარე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას უზრუნველყოფს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა