სალომე ზურაბიშვილმა და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისის საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
“ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე ხელის მოწერა ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან მასშია ჩვენი ერთობლივი მომავალი. მთელი ის თანამშრომლობა, რაც მანამდე გვაკავშირებდა. ეს უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით იქნება ეს ეკონომიკა თუ შავ ზღვაზე კონცენტრაცია, რადგან ეს ზღვა საქართველოს ევროკავშირთან აერთიანებს. ამიტომ უნდა იყოს დაძლეული ყველა საფრთხე, რაც ემუქრება შავი ზღვის სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც ევოკავშირის მხირდანაა და რომელშიც რუმინეთიც მონაწილეობს. ჩვენ უნდა დავაახლოვოთ ჩვენი პორტები”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგო-ინვესტიციების, კულტურის სფეროში და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით.
ამასთან, მხარეები მიმართავენ ძალისხმევას, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სტრატეგიული მდებარეობა. რუმინეთი და საქართველო ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და სარგებლის მაქსიმალურად გამოყენებით.
საქართველო და რუმინეთი - ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში
ისინი, პრიორიტეტული წესით, გააძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ საკითხებზე: შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა.
"რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას და ამ პროცესში საქართველოს დახმარებას შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის, ასოცირების შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების ჩათვლით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით რეგულარული კავშირებისა და მჭიდრო კოორდინაციით, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამუშაო დონეზე, საქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშეწყობით, მხარეები ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს სამომავლო ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად დამატებით შესაძლებლობებს მოიკვლევენ. მხარეები თანხმდებიან საუკეთესო სარგებელი მიიღონ „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“ პრაქტიკულ და საჭიროებებზე მორგებული თანამშრომლობის ხელშეწყობით საერთო ინტერესის სფეროებში, მათ შორის, დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მაღალი პროფილის საფლაგმანო პროექტების განხორციელების გზით",-წერია დეკლარაციაში.
სრულად დოკუმენტი ნახეთ აქ
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო