მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა

5dc3dd3609b54
BM.GE
07.11.19 13:00
864
2019 წლის ოქტომბრის თვეში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია;

• 49% - ქართველი

• 51%- უცხოელი

ამასთან, მათი ცნობით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.

2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• მარტვილის კანიონს
• პრომეთეს მღვიმეს
• ოკაცეს კანიონის
• თბილისის ეროვნულ პარკს