29.ივნისი .2022 17:15

საქართველოს დემოკრატიზაცია ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით - პრემიერი

საქართველოს დემოკრატიზაცია ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით - პრემიერი
views 326
უკან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, სადაც NATO-ს სამიტი იმართება, აშშ-ის სენატორების დელეგაციას შეხვდა.

როგორც ის "ტვიტერზე" წერს, შეხვედრაზე აშშ-თან პარტნიორობის საკითხი განიხილეს.  

“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა.

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”, - წერს პრემიერი.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა