რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაზრდილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა " საქმის კურსში" თქვა, რომ ზრდას მომავალშიც ელიან.
„ჩრდილოეთ კორიდორი ფაქტობრივად მთლიანად დახურულია და შესაბამისად ჩვენ კორიდორზეა დიდი დაწოლა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. ასევე, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს ნავსადგურებში, მაგალითად ბათუმს თუ ავიღებთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნაყარი ტვირთის სახეობები, კონკრეტულად კი - მადნეული და მინერალური სასუქები. რაც შეეხება გამავალ ნავთობს, საანგარიშო პერიოდში 14%-ით არის შემცირებული (5 თვის მონაცემებით) და კლების მიზეზი ტერმინალების შეჩერებაა.
ფოთს, რაც შეეხება, მის ნავსადგურში, 5 თვეში, შარშანდელთან შედარებით, ნაყარ ტვირთებზე 15%-იანი მატება შეინიშნება, რაც კონტეინერებზე გაზრდილი ტარიფით არის გამოწვეული.
სამომავლოდ ფოთის ნავსადგურში მოსალოდნელია სასუქების გადაზიდვის ზრდა. ხოლო ნავთობის მხრივ, როგორც ფოთში, ასევე ბათუმში მატებას ველოდებით.
გემების შემოსვლას, რაც შეეხება ჩვენს ნავსადგურში, 5 თვის, მონაცემებით დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 34%-ით არის გაზრდილი "ბალკერის" ტიპის გემების რაოდენობა, რომლებიც მეტ დროს საჭიროებენ ნავსადგურში დაცლა-დატვირთვის ოპერაციებისთვის. ამასთან, ფოთში გემების გენერალური ტვირთების რაოდენობა 13%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი