თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, უახლეს ეკონომიკურ ინდიკატორებზე დაკვირვება იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა ადრე ნავარაუდევ 3.5-4.0%-ზე მეტად გაიზარდოს.
„საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, თიბისი კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო.
მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დასრულებულა, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა - მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი თიბისი კაპიტალის ადრინდელ, 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება.
უფრო მეტიც, საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის IV კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც“. - წერია თიბისი კაპიტალის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ