მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის სექტორები - რეიტინგი

61c03d07abc89
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.21 12:09
1421
საქსტატმა 2021 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის დეტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის 20 სექტორს შორის, წელს მატება 15 სექტორში დაფიქსირდა, ხუთ სფეროში კი კლება იყო.

მთლიანობაში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს მშპ-ის ზომა მიმდინარე ფასებში 16 მილიარდ ლარს შეადგენდა. მათ შორის ზომით ყველაზე დიდი ვაჭრობის სექტორი იყო, რომლის წვლილმაც მშპ-ში 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ვაჭრობის სფეროში რეალური ეკონომიკური ზრდა 12.3%-ია. ზომით მეორე ადგილზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი უძრავი ქონების ოპერაციებია.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მშპ სექტორების მიხედვით ამგვარად ნაწილდებოდა - სექტორის ზომა და ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 2.3 მილიარდი ლარი, ზრდა 12.3%
● დამმუშავებელი მრეწველობა - 1.6 მილიარდი ლარი, ზრდა 7.3%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1.3 მილიარდი ლარი, ზრდა 6.6%
● მშენებლობა - 1.16 მილიარდი ლარი, კლება -29.7%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1.11 მილიარდი ლარი, კლება -2.9%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 827.7 მლნ ლარი, კლება -3.9%
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 785 მლნ ლარი, ზრდა 29%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 701.6 მლნ ლარი, ზრდა 20.3%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 616.5 მლნ ლარი, ზრდა 23.8%
● სასტუმროები და რესტორნები - 602.3 მლნ ლარი, ზრდა 49.8%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 572.6 მლნ ლარი, ზრდა 48.1%
● განათლება - 490.3 მლნ ლარი, კლება -7.8%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 438.4 მლნ ლარი, ზრდა 18.4%
● ენერგეტიკა - 418.3 მლნ ლარი, ზრდა 78.8%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 314.2 მლნ ლარი, ზრდა 9.4%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 216.6 მლნ ლარი, ზრდა 2.2%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 125.7 მლნ ლარი, ზრდა 40.8%
● სხვა სახის მომსახურება - 104.5 მლნ ლარი, ზრდა 27.3%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 94.3 მლნ ლარი, ზრდა 35.1%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 9 მლნ ლარი, კლება -29.3%