მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ტრაგედია არ არის - ხიშტოვანი

5ef6f64e33b2b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.20 14:45
1058
ის, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული, არ არის რაღაც ტრაგედია, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

მან მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გათვალისიწინებით განახლებულ სახელმწიფო ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის სამივე სცენარი ტურიზმის შემოსავლებით იწყება.

"ის პროგნოზები, რომელიც თან ერთვოდა განახლებული ბიუჯეტის წარდგენის გეგმას, სადაც 3 სცენარი არის განხილული და სამივე სცენარი ტურიზმის შემოსავლებით იწყება, ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენა, რადგანაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფაქტიურად ერთი სექტორის მდგომაროებაზე და სიჯანსაღეზე ვაგებთ ჩვენს კრიზისულ, პოსტკრიზისულ და არაკრიზისულ ეკონომიკურ გათვლებს და ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი", - განაცხადა ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის განმარტებით, ტურიზმზე დამოკიდებულება მთავრობამ ორი მიმართულებით უნდა გამოიყენოს.

"ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ დამოკიდებული ვართ ერთი სექტორის სიჯანსაღეზე, გამოვლინდა ახლა... ის, რომ ტურიზმზე ვართ დამოკიდებული, ეს არ არის რაღაც ტრაგედია, უბრალოდ აქ არის ორი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი: პირველი - როგორ შეგვიძლია უფრო გავმდიდრდეთ ტურიზმიდან და მეორე, თუ ტურიზმი არის ეკონომიკის განვითარების ლიდერი სექტორი, მე ვიტყოდი, რომ უნდა განვითარდეს ის მიმართულებები, რომელიც არის ბმაში ტურიზმთან", - განაცხადა PMC კვლევით ცენტრის დირექტორმა.