მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად და ნელა მზარდი სექტორები

5e7478ffa84c9
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.20 00:20
1602
საქსტატმა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 50 მილიარდი ლარი შეადგინა. აშშ დოლარში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა $17.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ერთ მოსახლეზე $4.763 დოლარის ტოლფასია. 

ეკონომიკის სექტორების ზომის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება ასე გამოიყურება:
  1. ვაჭრობა - 14.4%;
  2. ოპერაციები უძრავი ქონებით -11.5%;
  3. დამამუშავებელი მრეწველობა - 10.1%;
  4. მშენებლობა - 8.6%;
  5. სოფლის მეურნეობა - 7.2%;
  6. სახელმწიფო მმართველობა - 6.8%;
  7. ტრანსპორტი და დასაწყობება - 6.5%;
  8. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5.4%;
  9. დანარჩენი სექტორები - 29%. 
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკის ოთხ სექტორში კლება შეინიშნებოდა, ესენია:

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - კლება 1.1%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - კლება 2%;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - კლება 2.1%;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - კლება 2.7%.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი).