მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო პროგნოზებით 2% იქნება - ოთარ ნადარაია

5e6b6eac0ebcb
ლევან თაღიაშვილი
13.03.20 21:40
1083
თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, 2%-ით გაიზრდება. მისი თქმით, მდგომარეობა საბაზისო სცენარით მეოთხე კვარტალში გამოსწორდება და 2021 წელს შეიძლება ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%-საც კი მიაღწიოს.

„მეორე კვარტალი ყველაზე რთული იქნება. ვფიქრობ, რომ 2%-იანი ზრდა არის ის ნიშნული, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს. თუმცა, წლის ბოლოს, მე-4 კვარტალში ზრდა გაცილებით მაღალი იქნება. აქვე უნდა დავამატო, რომ თუ ყველაფერი დასტაბილურდა, 2021 წელს ზრდა შეიძლება 6.5%-იც კი იყოს. როგორც დავითვალეთ, წმინდა ეფექტი შეიძლება იყოს 450 მლნ დოლარის ფარგლებში შარშანდელთან შედარებით. აქ შედის ნეგატიური ეფექტი, ასევე ნავთობის ფასებიდან", - განაცხადა ნადარაიამ.