20 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და პორტუგალიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა პარლამეტთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა.
ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პორტუგალიის მხარდაჭერისათვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო ძეგლების „ვეფხისტყაოსნის“ პორტუგალიურ ენაზე და „ლუსიადების“ ქართულ ენაზე თარგმანების ხილვა. პორტუგალიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეირო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი