05.თებერვალი.2016 18:53
ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება
საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, მომავალი წლიდან შესაბამისი პაკეტის მომზადება დაიწყება, ახალი მოდელის სრულად დანერგვა კი 2020 წლამდე ვერ მოხერხდება.
 
რეფორმის მიხედვით, ენერგეტიკული ბაზრის სუბიექტები ელექტროენერგიის მისაღებად ბაზარზე დამოუკიდებლად ივაჭრებენ.

"დღეს საკმადო ღრმად რეგულირებული ბაზარი გვაქვს, დადგენილი ტარიფებით. ახალი ბაზრის მოდელზე მუშაობა ალბათ, უფრო ინტენსიური მას შემდეგ გახდება, რაც გარკვეული ინტეგრაციის პროცესები დაიწყება და საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდება. ამის შემდეგ ბაზრის მოდელის დამუშავებასთან დაკავშირებით უფრო სხვა ამოცანები დადგება. ამ ფორმატში ბუნებრივია, იგეგმება ის, რომ გარკვეული სეგმენტი ბაზარს დაემსგავსოს და იყოს კონკურენტული გარემო - როგორც მიმწოდებელს, ასევე მომხმარებელს ბაზარზე ვაჭრობის საშუალება ჰქონდეს.

ბუნებრივია, მოსახლეობას ვერ ექნება საშუალება, რომ პირველივე ეტაპზე გამოვიდეს და თავისი მოხმარების დასაკმაყოფილებლად ბაზარზე ივაჭროს - ამისთვის არის შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პროდუქტის მოსახლეობისთვის მიწოდებას, მაგრამ კომერციული სექტორისთვის განსაკუთრებით, მსხვილი მომხმარებლებისთვის შესაძლებელი იქნება. ასეა ევროპაშიც და თურქეთშიც", - განაცხადა ვალიშვილმა.

ამ ეტაპზე ელექტროენერგიის შესყიდვას გამანაწილებელი კომპანიების გარეშე ბაზრის მხოლოდ რამდენიმე სუბიექტი ახორციელებს.

20.აპრილი.2019 00:30
61

TNT-მ საკონსტიტუციო დავა მოიგო - "საქართველოს ფოსტა" პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 23:00
183

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები ვარსკვლავებით შეფასდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:00
117

"ერთი მინისტრი მეორეთი იცვლება და საქმე ბოლომდე არ მიდის"

ვრცლად
19.აპრილი.2019 21:00
410

ივა ჭყონია: "გიორგი ქობულიამ გაასწრო ქვეყნის ეკონომიკას და რეალობას"

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:20
176

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
167

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად