მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელია - დავით სონღულაშვილი

629601bfef39b
BM.GE
31.05.22 15:50
582
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს ეძღვნებოდა, კომიტეტის წევრები, ექსპერტები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები ენგურის ჰიდროელექტრო სადგურს ეწვივნენ და რეაბილიტირებული კაშხალი დაათვალიერეს.

„ჰესების მშენებლობა აუცილებელია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას, შეუძლია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. ამასთან აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს შემცირებული ენერგოდამოკიდებულება“, -განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ენგურჰესის მონახულებისას.