მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექვსი დაცული ტერიტორია 26 მაისიდან ვიზიტორთა მიღებას განაახლებს

60a647cf5c4d0
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 20:40
1759
26 მაისიდან საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობის დროა! - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო  ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტორთა მიღებას მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე და სათაფლია შემდეგი სამუშაო დროებით განაახლებს:

პრომეთეს მღვიმე : ორშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
სათაფლიას მღვიმე: ორშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ნავენახევის მღვიმე: ორშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

„მოგზაურობის დროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კოვიდ-19 პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციები: https://bit.ly/3mc9zMc.

რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე.

აღმოაჩინე ქართული ბუნება და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღემდე საქართველოში 92 დაცული ტერიტორიიდან ვიზიტორებს მხოლოდ 5 ვერ იღებდა, რაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ოპერირებაში ხელს უშლიდა. ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ აღნიშნული კანიონებისა და მღვიმეების გახსნის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა.