მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

5daf54e32c5e8
BM.GE
22.10.19 23:20
763
ეკონომიკური კვლევების დონის ამაღლებისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს. კვლევითი ნაშრომების სერიას, კოორდინირებას საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება გაუწევს და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

ამასთანავე, ნაშრომების სერია კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად ვრცელდება.

პირველი კვლევითი ნაშრომი "არაწრფივი დინამიკური მოდელების ამოხსნა (უფრო) ეფექტიანად: მონეტარული პოლიტიკის მაგალითზე" - მომზადდა სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლებისა და Douglas Laxton-ის (პროფესორი, ეკონომიკის სკოლა NOVA; დირექტორი, Saddle Point Research და The Better Policy Project) მიერ.

კვლევაში წარმოდგენილია არაწრფივი დინამიკური მოდელების ამოხსნის ორი ახალი მიდგომა, რომელიც მოდელების ამოხსნას უფრო ეფექტიანად და ზუსტად ახდენს. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევაში ასევე წარმოდგენილია მიდგომა, თუ როგორ განვახორციელოთ არაწრფივი კალმანის ფილტრი ისტორიაში არაწრფივი ეპიზოდების ახსნისათვის. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია მითითებული, ეს უკანასკნელი, ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს არაწრფივი მოდელების მიმზიდველობა პოლიტიკის გამტარებელი და კვლევითი ინსტიტუტების ყოველდღიურ საქმიანობაში.

კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ეროვნული ბანკის ბლოგზეა ხელმისაწვდომი